X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ლატვიის ელჩს, ედიტე მენდეს შეხვდა

26 ივლისი 2023

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩთან, ედიტე მენდესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სამომავლო გეგმებზე.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე და „საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030“-ით დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. საუბარი შეეხო როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების, წყალარინების, ურბანული განახლების, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარეობასა და გეგმებს. 

ლატვიის ელჩმა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების დინამიკა და დასახული გეგმები  საქართველოს  ევროინტეგრაციისათვის წარმატებულ ძალისხმევად შეაფასა.  

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.